Tuesday, 18 November 2014
დავზოგოთ ელექტროენერგია-გავზარდოთ ოჯახის ბიუჯეტი
პროექტის სახელწოდება:
დავზოგოთ ელექტროენერგია-გავზარდოთ ოჯახის ბიუჯეტი.
პროექტის მთავარი
იდეა: გავიაზროთ პრობლემა, რაც გამოწვეულია ენერგიის უმიზნო
ხარჯვით.
პროექტის აქტუალობა:
ოჯახებში არ ხდება ენერგიის დაზოგვა, რაც იწვევს ენერგიის დეფიციტს ქვეყანაში და ოჯახის
ბიუჯეტის შემცირებას. ამ პროექტით ბავშვები ისწავლიან როგორ შეიძლება მინიმალური დანახარჯით,
მაქსიმალური მოგების მიღება.
მონაწილეთა ასაკი:
14-15 წელი
ვადები- ხანგრძლივობა:
10 დღე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მათ ოჯახებში გამოყენებულიტექნიკის
მიერ 1 დღეში,1 თვეში დახარჯულ ენერგიას და შესაძლებელი დაზოგვით შეძლებენ ეკონომიას
ოჯახში .
რესურსები: ოჯახში გამოყენებული ელტექნიკა, ელექტრომრიცხველი, ხელსაწყოების
ელ. მახასიათებლების დადგენა.
პროექტის მსვლელობა:
I აქტივობა -მოსწავლეები
ჩამოთვლიან იმ ხელსაწყოებს, რომლებიც სახლში აქვთ. II-აქტივობა-შემოწმდება მათი სიმძლავრეები.
III-აქტივობა-დღე- ღამეში მუშაობის ხანგრძლივობის აღრიცხვა. IV-აქტივობა-მონაცემები
წარმოადგინონ ცხრი
ლის სახით. V-ხელსაწყოების მიერ დღე-ღამეში გამოყენებული ელ. ენერგია. VI-აქტივობა-ხელსაწყოების მიერ 1 თვეში მოხმარებული ენერგია კვტ. სთ-ში.VII-აქტივობა-ელ. ენერგიის ღირებულება თვეში ( ლარში).VIII-აქტივობა-დიაგრამა, რომელი ხელსაწყო მოიხმარს მეტ ენერგიას.IX-აქტივობა-გზები, რისი საშუალებითაც შეიძლება ელ. ენერგიის დაზოგვა.X-აქტივობა-პროექტის პრეზენტაცია.

ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს
შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
განსაზღვრავს და
აყალიბებს კვლევის მიზანს,
განსაზღვრავს შესაბამისი
ინფორმაციის მოძიების წყაროებს,
გამოთქვამს არგუმენტირებულ
მოსაზრებას- ვარაუდს,
მოსწავლეს შეუძლია
კვლევითი პროცედურის განხორციელება-მონაცემების აღრიცხვა.
მოსწავლე მოიძიებს
და აანალიზებს შესაბამის ინფორმაციას.აწარმოებს დაკვირვებას და გაზომვებს, იღებს სარწმუნო
მონაცემებს.
პროექტის ავტორი: მ. სალუქვაძე
ხელმძღვანელის
ელ. ფოსტა:maiasalukvadze8@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი:
http://maiasalukvadze8.blogspot.com/
Subscribe to:
Posts (Atom)