Wednesday, 19 November 2014

Tuesday, 18 November 2014

დავზოგოთ ელექტროენერგია-გავზარდოთ ოჯახის ბიუჯეტი

პროექტის სახელწოდება: დავზოგოთ ელექტროენერგია-გავზარდოთ ოჯახის ბიუჯეტი.
პროექტის მთავარი იდეა: გავიაზროთ პრობლემა, რაც გამოწვეულია ენერგიის უმიზნო ხარჯვით.
პროექტის აქტუალობა: ოჯახებში არ ხდება ენერგიის დაზოგვა, რაც იწვევს ენერგიის დეფიციტს ქვეყანაში და ოჯახის ბიუჯეტის შემცირებას. ამ პროექტით ბავშვები ისწავლიან როგორ შეიძლება მინიმალური დანახარჯით, მაქსიმალური მოგების მიღება.
პროექტის მიზანი: ოჯახში ენერგიის დაზოგვის გზების ძიება.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
ვადები- ხანგრძლივობა: 10 დღე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მათ ოჯახებში გამოყენებულიტექნიკის მიერ 1 დღეში,1 თვეში დახარჯულ ენერგიას და შესაძლებელი დაზოგვით შეძლებენ ეკონომიას ოჯახში .
რესურსები: ოჯახში გამოყენებული ელტექნიკა, ელექტრომრიცხველი, ხელსაწყოების ელ. მახასიათებლების დადგენა.
პროექტის მსვლელობა: I აქტივობა -მოსწავლეები ჩამოთვლიან იმ ხელსაწყოებს, რომლებიც სახლში აქვთ. II-აქტივობა-შემოწმდება მათი სიმძლავრეები. III-აქტივობა-დღე- ღამეში მუშაობის ხანგრძლივობის აღრიცხვა. IV-აქტივობა-მონაცემები წარმოადგინონ ცხრი
ლის სახით. V-ხელსაწყოების მიერ დღე-ღამეში გამოყენებული ელ. ენერგია. VI-აქტივობა-ხელსაწყოების მიერ 1 თვეში მოხმარებული ენერგია კვტ. სთ-ში.VII-აქტივობა-ელ. ენერგიის ღირებულება თვეში ( ლარში).VIII-აქტივობა-დიაგრამა, რომელი ხელსაწყო მოიხმარს მეტ ენერგიას.IX-აქტივობა-გზები, რისი საშუალებითაც შეიძლება ელ. ენერგიის დაზოგვა.X-აქტივობა-პროექტის პრეზენტაცია.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
განსაზღვრავს და აყალიბებს კვლევის მიზანს,
განსაზღვრავს შესაბამისი ინფორმაციის მოძიების წყაროებს,
გამოთქვამს არგუმენტირებულ მოსაზრებას- ვარაუდს,
განსაზღვრავსმონაცემების მოპოვების გზებს.
მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება-მონაცემების აღრიცხვა.
მოსწავლე მოიძიებს და აანალიზებს შესაბამის ინფორმაციას.აწარმოებს დაკვირვებას და გაზომვებს, იღებს სარწმუნო მონაცემებს.
პროექტის ავტორი: მ. სალუქვაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:maiasalukvadze8@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: http://maiasalukvadze8.blogspot.com/